ეკონომიკა
08/10/2020

დარგში ინვესტირება გაიზრდება - ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი

მთავრობის გადაწყვეტილების ბენეფიტი იქნება ის, რომ საზღვაო დარგში უცხოური ინვესტიციები შემოვა - ასე აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე.

საუბარია, მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებშიც  IT და საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭებათ, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდებათ.

როგორც შარაბიძე აცხადებს, შეღავათები გახდება საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი სავაჭრო ბრუნვა იყოს, ვიდრე დღეს არის. ეს კი უცხოური გემთმფლობელი ან გემთმშენებელი მენეჯმენტ კომპანიების დაფუძნებასა ან წარმომადგენლობების გახსნით მიიღწევა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბევრი გემთფლობელი შემოვა, ქართველი მეზღვაურებისადმი ინტერესი უფრო გაიზრდება. დაინტერესდებიან  როგორც ქართული ბანკები, ისე ქართველი ბიზნესმენები. დღეს ჩვენს მეზღვაურებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოგვცემს  საშუალებას, რომ  საზღვაო დარგის სპეციალისტები დასაქმდნენ, საქართველო კი  საზღვაო მიმართულებით უფრო განვითარდეს,“ - აცხადებს შარაბიძე.

ხომ არ იქნებოდა უფრო მეტად  ხელშესახები დარგის დღგ-სგან გათავისუფლება, ვიდრე საშემოსავლოს და მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირება, შარაბიძე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ძალიან დადებითია.

შეგახსენებთ, კანონით უკვე დადგინდა საერთაშორისო სტატუსის მქონე საწარმოს ცნება.

რაც შეეხება პირობებს, რასაც საზღვაო და IT კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საერთაშორისო სტატუსის მიღებას და შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს.

„კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს შემოსავლების სამსახურში. მოხდება მისი განხილვა და მთავრობა მიანიჭებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს,“- განმარტა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023