ეკონომიკა
14/07/2023

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2027 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება"

„მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაშინ გავხდებით, როდესაც 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი 13 ათას დოლარს გადააჭარბებს," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი დაახლოებით 6250 დოლარს შეადგენდა. წელს კი ვარაუდობს, რომ მაჩვენებელი 9 ათას დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მომავალ 2024 წელს, სავარაუდოა, რომ როგორც მშპ, ასევე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები 10 ათასი დოლარი იქნება.

„ახლა ჩვენი ქვეყანა არის საშუალო მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2027 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ექსპორტზეა ორიენტირებული.

მთლიანი ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით, პირველ კვარტალში, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ტენდენციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მეორე და მესამე კვარტალში ქვეყანაში პროფიციტული ეკონომიკა (საქონლის და მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი მეტია საქონლის და მომსახურების  იმპორტის მაჩვენებელზე) იყოს.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023