ეკონომიკა
25/01/2023

"დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს"

ნავთობიმპორტიორების განმარტებით, დიზელის საწვავის ევრო ხუთის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
 
ასოციაციაში ამბობენ, რომ ბაზარი გასულ წელსაც ძირითადად ამ სტანდარტის შესაბამისი დიზელის სავწვავით იყო გაჯერებული.
 
“ეს რეგულაცია არანაირ გაძვირებას არ გამოიწვევს, მინდა დაგაიმედოთ. მეორე წელია ევრო ოთხის სტანდარტის დიზელი არ შემოუტანია არავის, შესაბამისად, ისედაც ევრო ხუთით იყო გაჯერებული ბაზარი და უბრალოდ, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაფერი დაკანონდა. ეს ცვლილება კიდევ გამოიწვევს იმას, რომ ნაგვიდან გავიწმინდებით.“- აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
 
მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში დიზელის იმპორტი აზერბაიჯანიდანაც აღდგება.
 
„თქვენ იცით, რომ გასულ წელს დიზელის ტიპის საწვავი ფაქტობრივად აღარ შემოდიოდა აზერბაიჯანიდან და ამის მიზეზი იყო ის რომ ბაქოში არსებული დიზელის ქარხნის გადაიარაღება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ქარხნის რაბილიტაციის პროცესი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის იმპორტი უახლოეს პერიოდში აღდგება.“-აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
 
დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტები 2021 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კერძო სექტორის ინიციატივით, რეგულაცია ერთი წლით გადავადდა. 2022 წლის თორმეტი თვის განმავლობაში საქართველოში 543 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 18 ათასი ტონით ნაკლებია.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023