ეკონომიკა
28/09/2022

EBRD: ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით

ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მაღალი ტემპებით იზრდება - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თავის უახლეს რეგიონალურ ეკონომიკურ ანგარიშში წერს.

"საქართველოში, 10,3%-იანი მკვეთრი ზრდა ტურიზმის აღდგენას უკავშირდება, რომელმაც თითქმის პანდემიამდელ დონეს მიაღწია. ამასთან, ერთ-ერტი ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდას, რასაც ხელი შეუწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის რუსი  პროფესიონალების დროებით შემოდინებამ. საბოლოო ჯამში, ამან უზრუნველყო  საქართველოს სავაჭრო დეფიციტის დაფარვა და ლარის გამყარება, რამაც გამოიწვია საგარეო რეზერვების ზრდა."- წერს EBRD-ი.

ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით, 8%-ით 2022 წელს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე პროგნოზირებულ 3% პროცენტიან ზრდას. მომავალი წლისთვის კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო შემცირდება 5% პროცენტამდე, წინა პროგნოზის შესაბამისად.

რაც შეეხება რისკებს, აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს არის ენერგორესურსების ფასების გაურკვევლობა, ასევე ინფლაცია. საქართველოსთვის კი, რისკებს განაპირობებს გაურკვევლობა და გარე შოკების მნიშვნელოვანი ალბათობა. სომხეთის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის მჭიდრო კავშირებს რუსეთის სულ უფრო იზოლირებულ ეკონომიკასთან.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023