ეკონომიკა
04/11/2021

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 7.5% იქნება, რაც მიმდინარე წლის ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, 3%-ული პუნქტით არის გაზრდილი.

2022 წელს საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში კვლავ 5.5%-იან ზრდას ელის. საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშით, ეკონომიკური აქტივობა მეორე კვარტალში მკვეთრად გაიზარდა და მშპ-მ 2019 წლის დონესაც გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მაჩვენებლები ჯერ კიდევ დაბალია, რაც ბოლო წლებში ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი იყო, 8 თვეში მშპ-ს ზრდა 12% იყო.

EBRD ფიქრობს, რომ ტურიზმის თანდათანობითი აღდგენა ზრდის პერსპექტივას 2022 წელს შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ძირითად რისკებს შორის EBRD დაბალ ვაქცინაციას, პანდემიის სამომავლო მდომარეობას, მოგზაურობის შესაძლო შეზღუდვას და გაზრდილ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023