ეკონომიკა
02/11/2023

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭოს წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოისმინეს.

აღინიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტით იზრდება სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, პედაგოგთა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ასევე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე სამუშაო რეჟიმში განიხილეს ასევე მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულების შედეგები და 2024 წლისთვის ახალი პროექტები და ეკონომიკური ინიციატივები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023