ეკონომიკა
15/02/2023

ელკანა: სურსათის 75%-მდე შემოგვაქვს და უფრო მეტის შემოტანა მოგვიწევს

სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო პროგრამების ხარვეზებზე მიუთითებენ.

როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, პროგრამების ნაწილში დახარჯულ თანხებს მოსალოდნელი შედეგი ვერ მოაქვს.

„სახელმწიფო პროგრამები უმეტესწილად ექსპორტზეა ორიენტირებული, რაც არასწორია. ერთის მხრივ, გვინდა განვავითაროთ აგროტურიზმი და ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ სინამდვილეში, ქვეყანაში საკმარისი ადგილობრივი პროდუქტი არ გვაქვს და ასე აგროტურიზმს ვერანაირად ვერ განვავითარებთ.

იმის მაგივრად, რომ ადგილობრივი რესურსების გაძლიერებაზე ვიზრუნოთ, საუბარი გვაქვს მაღალპროდუქტიული პირუტყვის თუ თესლეულის შემოტანაზე, სპეციალისტები არ გვყავს და  რომ გვყავდეს, ყველაფერს ახალს, სჭირდება დრო, ადაპტაცია, შეგუება. ამაზე შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს,“-აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე თქმით, სურსათის 75% ქვეყანაში იმპორტირებულია, თუმცა არსებული ტენდენციიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქროთ. მნიშვნელოვანია, რომ აგრონომები და სპეციალისტები ორიენტირებული იყვნენ აგროეკოლოგიურ მიდგომებზე და არა იმაზე, რომელიც  ინდუსტრიალიზაციის ეგიდით გვაქვს. მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე ორიენტაციით, ვითომ გვინდა, რომ რაღაც გამოვასწოროთ. სინამდვილეში ვხედავთ, რომ  უკან და უკან მივდივართ. კარგად რომ დაითვალოთ რამდენი ინვესტიცია აქვს სახელმწიფოს ან თუნდაც კერძო სექტორს ამ მიმართულებით განხორციელებული და რა მივიღეთ შედეგი, ვნახავთ რომ ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში, არის წყალში გადაყრილი ფული.

სხვადასხვა მონაცემებით, სურსათის 75%-მდე შემოგვაქვს და უფრო მეტის შემოტანა მოგვიწევს, რადგანაც დამატებითი ადამიანები მიგრირებენ და შემოდიან ჩვენ ქვეყანაში,“- აღნიშნავს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023