ეკონომიკა
11/08/2020

“ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობით ქვეყანა მრავალმილიარდიან სარგებელს კარგავს“ - WEG

ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობით ქვეყანა მრავალმილიარდიან სარგებელს კარგავს, - ასეთია ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები.  

„ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობა დიდწილად განაპირობებს ენერგეტიკის სექტორში პრობლემების დაგროვებას: მათ შორის, ენერგეტიკული იმპორტის და მონოპოლიური დამოკიდებულების ზრდას, კერძო ინვესტივიების შემცირებას და სახელმწიფოს საინვესტიციო ხარჯების ზრდას, არაეფექტური სატარიფო სუბსიდირებას და მოსახლეობის წინააღმდეგობას ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის რესურსების გამოუყენებლობას, რაც ჯამში სექტორს და ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს და განვითარების საფრთხეებს უქმნის. ამ პრობლემების დაძლევისათვის აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი, სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება და განხორციელება, რასაც სათანადო ანალიტიკურ და კვლევითი უზრუნველყოფა და პოლიტიკური ნება სჭირდება“, - აცხადებს ორგანიზაცია.

კვლევაში WEG-მა განიხილა სტრატეგიის შემუშავების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან  უპირატესად გამოვლინდა სამინისტროს მიერ სტრატეგიაზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების და ენერგეტიკულ კვლევებზე, სულ მცირე წელიწადში 1 მილიონი ლარის გამოყოფა და შედეგების პოლიტიკაში გათვალისწინება.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში 18-20 მილიონი ლარის დახარჯვამ შეიძლება 7-10 მილიარდი ლარის სარგებელი მოიტანოს.  

„აუცილებელია, რომ მთავრობამ გააცნობიეროს ენერგეტიკაში სტრატეგიულ კვლევების და მათი პოლიტიკაში გათვალისწინების მნიშვნელობა - ის, რომ ამ მხრივ გასაწევი მინიმალური ხარჯები მრავალ ასეულჯერ მეტი ფინანსური სარგებლის მომტანია, რასაც მრავლად ემატება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის სხვა სარგებელი. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა ენერგეტიკაში სტრატეგიული უნარების გასაძლიერებლად. ამისთვის, აუცილებელია,  დაიწყოს საბიუჯეტო ინიციატივები შესაბამისი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, ასევე გამოყენებულ იქნას მიმდინარე და დაგეგმილი დონორული პროექტები და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმების (ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია და სხვა.) შემუშავების პროცესები“, - მიიჩნევენ WEG-ში.

კვლევა USAID ენერგეტიკული პროგრამის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი იყო სიღრმისეული ენერგეტიკული სტრატეგიების შემუშავების ეფექტიანი და ოპტიმალური გზების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის არსებული ბარიერების დაძლევის გზების შეთავაზება.

კვლევის სრული ანგარიში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023