ეკონომიკა
31/03/2021

ევა ბოჭორიშვილი ლარზე: არაორდინალური და გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ლარის კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი ნეგატიურად აისახება. ევა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ არაორდინალური და გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„ამ ეტაპზე რეზერვების აქტიურ ხარჯვას ვერ ავცდებით. არაორდინალური და გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ის მაკროეკონომიკური პარამეტრები რაც გვაქვს უფრო მეტად არ გაუარესდეს. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც კურსზე უარყოფითად აისახება. მათ შორის ძალიან მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი, რასაც ემატება გაუარესებულ მოლოდინებთან დაკავშირებული ფაქტორები, პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინი, ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებული ნეგატიური განწყობები და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური არასტაბილურობაც. ამ ფაქტორების ერთობლიობა კურსზე ნეგატიურად აისახება და ასეთ დროს ეროვნული ბანკის სწრაფი რეაგირება საკმაოდ მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უფასურდება. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 3.4118 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 შეადგინა.

2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023