ეკონომიკა
25/05/2023

გადახდისუუნარობის რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე სასამართლოში 16 რეაბილიტაციის და 21 გაკოტრების საქმე შევიდა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
 
ბოლო მონაცემებით, გადახდისუუნარობის რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე სასამართლოში 16 რეაბილიტაციის და 21 გაკოტრების საქმე შევიდა.
 
ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ავტორიზებული გადახდახდისუუნარობის პრაქტიკოსის, თინათინ შუღაროვას განმარტებით, 16-დან 8 შემთხვევაში უკვე დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა.
 
„ცოტა ხნის წინ Usaid-ის მიერ ჩატარდა ხარჯთსარგებლიანობის კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა რომ რეაბილიტაციის წილი გაიზარდა 41%-მდე. ძველი კანონით თუ ბიზნესის მიმართვიანობის შემთხვევაში 10% იყო რეაბილიტაციის რეჟიმის მოთხოვნა და 90% გაკოტრება, ახალი კანონით 41 პროცენტამდე გაიზარდა რეაბილიტაციის რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის გადარჩენა მოხდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.“-აღნიშნა თინათინ შუღაროვამ.
 
შეგახსენებთ, რომ გადახდისუუნარობის რეფორმის შედეგად მიღებული კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ 2021 წლის 1-ლ აპრილს ამოქმედდა.
 
კანონის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია.
 
ახალი რეგულაციის მიხედვით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის პროცესს აღსრულების ეროვნული ბიურო უძღვება. ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ ავტორიზაცია მინიჭებული აქვს 18 პირს.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023