ეკონომიკა
25/09/2023

გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაში რეაბილიტაციის საქმეების ხვედრითი წილი 45%-მდეა გაზრდილი

გადახდისუუნარობის ახალი კანონის ამოქმედებიდან დღემდე ყველაზე დიდი გამოწვევა კანონის მიმართ დაბალი ცნობადობაა. სწორედ, ამის გამო, დაბალია ბიზნესის მიმართვიანობა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის“ (BRIPA) თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილი ამბობს, კერძო სექტორმა ამ რეფორმის შესახებ მეტი უნდა იცოდეს.

„ასევე, გარკვეული სტიგმის მატარებელია ეს სიტყვა, პროცესი. ჰგონიათ, რომ ეს არის მარცხი და ასევე, ეშიანიათ ახალი პროცედურების გამოყენება - გარკვეული სიფრთხილე არსებობს, ელოდებიან, რამდენად წარმატებული იქნება. მე ვფიქრობ, ანალიზმა და სხვადასხვა აქტივობებმა უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ კერძო სექტორმა დაინახოს, რამდენად კარგად მუშაობს კანონი, რომ გზები გაკვალულია და კანონი მოსინჯულია პრაქტიკაში“ - ამბობს ნანა ამისულაშვილი.

მისი თქმით, შეცვლილია გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმების ხვედრითი წილი.

„გადახდისუუნარობის რეფორმის ამოქმედებიდან ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მის მიმდინარეობას. დღევანდელი შედეგები ციფრებში რომ გამოვხატოთ ძალიან დადებითია, რადგან შეიცვალა რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეების ხვედრითი წილი. მანამდე თუ 10%-მდე იყო რეაბილიტაციაზე მიმართვიანობა, დღეს უკვე 45%-მდეა გაზრდილი, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია. ჯამში, გაკოტრების საქმეები ჯერ ისევ უფრო მეტია, რაც ბუნებრივია. თუმცა, ადრე თუ იყო 90% გაკოტრების განცხადება და 10% რეაბილიტაციის, ახლა ეს მოცემულობა აღარ გვაქვს“ - აცხადებს ნანა ამისულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

გადახდისუუნარობის ახალი კანონმდებლობა ძალაში 2021 წლის 1 აპრილიდან შევიდა. ამოქმედებიდან დღემდე, სასამართლოში 89 მიმართვა შევიდა, საიდანაც 39 განაცხადი დაკმაყოფილდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023