ეკონომიკა
16/12/2020

გაიხსნება თუ არა მოლები 24 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებით ვერ ამბობს

ეკონომიკის მინისტრი უახლოეს დღეებში სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება. მთავარი განსახილველი თემა 24 დეკემბერს შეზღუდვების შესაძლო მოხსნა იქნება. "სტაბილიზაციის ეტაპის მოკრძალებული ნიშნები გვაქვს. ეს პირდაპირი შედეგია წერტილოვანი შეზღუდვებისა და ექიმების თავდაუზოგავი შრომის. სამედიცინო სექტორი უფო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა. ამ დღეებში მექნება შეხვედრა ვაჭრობის ობიექტებთან. ვისაუბრებთ, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან, რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ",- აღნიშნა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას ახალი წლის დღეებში მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი და მოქალაქეების ქცევაც შესაბამისი უნდა იყოს. "ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. პანდემიის გამო ადამიანები იღუპებიან. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. რა თქმა უნდა, ჩვენ კერძო სახლებში ვერ შევალთ და ეს უკვე თვითშეგნების ამბავია",- აღნიშნა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში საყოველთაო მობილობის შეზღუდვა არ იგეგმება. თუმცა, ნათია თურნავა დარწმუნებით მაინც ვერ ამბობს, გაიხსნება თუ არა მოლები 24 დეკემბერს.
 
"ამ საახალწლო პერიოდში ბევრი ქვეყანა საკმაოდ მკაცრ შეზღუდევსბ აწესებს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა ჩვენ ასეთ მოდელს არ განვიხილავთ, მობილობის საყოველთაო შეზღუდვა არც მაშინ დაგვიწესებია, როდესაც უფო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე. კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გვაქვს, სწორედ ამ ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თუ კი გაიხსნა 24-ში სავაჭრო ცენტრები, უნდა დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ ისინი და როგორ მარტავენ ადამიანების ნაკადს, როგორ მოლების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ",- განაცხადა თურნავამ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023