ეკონომიკა
10/08/2020

Georgian Products Renaissance პანდემიის მიუხედავად, საექსპორტო ქვეყნების რიცხვს ზრდის

თხილის გადამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance  პანდემიის მიუხედავად საქსპორტო ქვეყნების რიცხვს აფართოებს და ქართულ თხილს ავსტრიაში, ჩეხეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში შეიტანს.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით უფრო მეტ მოსავალს ჩაიბარებს. რაც შეეხება ფასს, ბაია სალუქვაძე აღნიშნავს, წელს თხილის ხარისხი კარგია, მოსავალიც დიდი რაოდენობით მოვიდა, შესაბამისად, ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 4-4.5  ლარი იქნება.

„გარკვეულ შემთხვევებში დაზიანებული თხილიც არის, თუმცა მცირე. წინა წელს დაახლოებით 3000 ტონა ნედლეული ჩავიბარეთ, რაც 1200 ტონა გარჩეულ თხილს ნიშნავს. თუმცა, პანდემიის გამო მოთხოვნა ფაქტობრივად აღარ იყო და პროდუქტი გასაყიდი დაგვრჩა“, – Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე.

საწარმო ხობში 2013 წელს დაფუძნდა. Georgian Products Renaissance ქართველი გლეხებისგან და ფერმერებისგან თხილს იბარებს და რეალიზებას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ჩინეთი და შუა აზია. კომპანიას საკუთარი პლანტაციები არ აქვს, თუმცა, ჰყავს ტექნიკა, რომელიც  გლეხებს ემსახურება.

„აქტიურად ვართ ჩართულები პროცესში, და მუდმივად ვამოწმებთ თხილის ხარისხს. ფერმერებისგან თხილის შესყიდვას მომავალი კვირიდან დავიწყებთ", – აცხადებს Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023