ეკონომიკა
12/04/2021

გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელი პროფესიულ გამოცდილებას ითხოვს - ნატალია ჩუბინიძე

კორონავირუსის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, ამჯერად შესაძლებელი გახდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობართან, ისრაელის სახელმწიფოსთან შეთანხმება ლეგალური დროებითი დასაქმების შესახებ, - ამის შესახებ სპეციალისტი მიგრაციის მართვის საკითხებში ნატალია ჩუბინიძე საუბრობს. 

მისი განცხადებით, გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელის შემთხვევაში შემოდის პროფესიული განათლების კომპონენტი, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ განმცხადებელს ჰქონდეს საქართველოში გაცემული სპეციალობის დამდასტურებელი სერთიფიკატი.

როგორც ჩუბინიძე აცხადებს, ასეთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო სექტორი პირდაპირ კავშირშია ცირკულარული მიგრაციის სქემის წარმატებულ განხორციელებასთან.

"შრომითი გამოცდილების მიღების შემდგომ ადამიანების საქართველოში დაბრუნება და მათი რესურსის ადგილობრივ შრომით ბაზარზე გამოყენება სქემის მთავარ გამოწვევად და მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება“, - აღნიშნავს ნატალია ჩუბინიძე.

შეგახსენებთ, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ისრაელშიც შეძლებენ. პორტალზე რეგისტრაცია მსურველთათვის 12 აპრილიდან იქნება შესაძლებელი და ის მთელი წლის განმავლობაში გასტანს.

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023