ეკონომიკა
06/10/2020

გიორგი მელიქიძე: საპენსიო ფონდმა ქართულ ეკონომიკას სიგნალი მიაწოდა

საპენსიო ფონდმა ქართულ ეკონომიკას სიგნალი მიაწოდა იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა და კორპორაციებმა ობლიგაციების გამოშვება განიხილონ, - ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" საპენსიო სააგენტოს უფროსმა და  საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, პირველად საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში გაჩნდა გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი. როგორც მელიქიძე აღნიშნავს, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ეკონომიკური სარგებელი ისაა, რომ ეკონომიკას მიეწოდება გრძელვადიანი საინვეტიციო კაპიტალი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.

„დღეს ვუყურებდი ბაზარს... ჩვენ რომ გვყვავდეს სპეციალიზიებული დეპოზიტარი რა არის ნებადართული ინვესტიცია, რომელსაც ჩვენ დავინახავდით. ჩვენ დღეს გვაქვს 4 ევრობონდი - სახელმწიფო ევრობონდები, სუვერენული ევრობონდები (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ნავთობის და გაზის კორპორაცია). ესენი მოხვდებოდნენ ჩვენს საინვესტიციო სივრცეში, საუბარია უცხოურ ვალუტაზე, რადგან ადგილობრივ ვალუტაში მწირი არჩევანი გვაქვს: ეს არის "ევექსი," GWP და "ქართული ლუდის კომპანია". დღეს ეს სურათია - ჩვენი პორტფელის სიმულაციას რომ ვაკეთებთ, თუ სად შევიდოდით და რომელ საინვესტიციო ინსტრუმენტებს განვიხილავდით. წლის ბოლომდე კი შეიძლება ბაზარზე ახალი ინსტრუმენტები გამოჩნდეს,“ - აცხადებს გიორგი მელიქიძე.  

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალოდ 12 000-ზე მეტია.

საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023