ეკონომიკა
08/02/2021

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პირველი რაუნდი უახლოეს პერიოდში გაიმართება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუმარტა, პროცესის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და სავარაუდოდ ერთ წელში დასრულდება.

„ინდოეთთან ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევა დავასრულეთ. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და გაზრდის მხარეებს შორის ვაჭრობას. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე ვგეგმავდით მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დანიშვნას. მაგრამ სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ეს პროცესი გადაიდო. ახლა პროცესი განახლდა და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება პირველი რაუნდი და დავიწყებთ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებების ტექსტი უკვე მიღებული გვაქვს. როდის დასრულდება ეს პროცესი და გაფორმდება შეთანხმება, რთული სათქმელია. პროცესს დაახლოებით ერთი წელი შეიძლება დასჭირდეს, თუმცა უფრო სწრაფადაც შეიძლება შედეგამდე მისვლა, თუ მეორე მხრიდან იქნება ამის მზაობა,“ - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ინდოეთის ბაზარი მსოფლიოში მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდია. აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი კი არაერთ პროდუქტს აქვს.

„პოტენციური საექსპორტო პროდუქცია შეიძლება იყოს: მინერალური წყლები, ღვინო, სამრეწველო დანშნულების პროდუქტი, აზოტოვანი სასუქები, მატყლი, რომელიც ახლაც გადის ინდოეთის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ყველა პროდუქტზე ტარიფი განულდეს და საიმპორტო გადასახადისაგან მთლიანად გათავისუფლდეს. რამდენად მოხდება ეს - უკვე მოლაპარაკებების საგანია,“ - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023