ეკონომიკა
23/10/2023

"ინფრასტრუქტურული განვითარების შედეგად, გამტარუნარიანობა 28 მლნ-დან 48 მლნ ტონა ტვირთამდე გაიზრდება"

"აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში 60-მდე ქვეყნიდან გვსტუმრობენ, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ  მეტი ინვესტორი და ინვესტიციები მოვიზიდოთ,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე, გენადი არველაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნული ფორუმი მეოთხედ ტარდება. ჩატარებული ფორუმების შედეგად, ქვეყნის ცნობადობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

"საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.  გარდა ამისა, ქვეყანას გააჩნია  პოტენციალი, გახდეს ალტერნატიული კორიდორი.  

როგორც მიმდინარე, ასევე გასულ წელს, 15 მილიონ ტონამდე ტვირთი გავატარეთ. ვიმედოვნებთ, რომ წელს ეს რაოდენობა გაიზრდება.  საქართველოს გამტარუნარიანობა 28 მილიონი ტონას შეადგენს. თუმცა,  ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის ეკონომიკურ პროექტსაც მოიცავს, საქართველოში გამტარუნარიანობა 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება,"-აცხადებს არველაძე.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე განმარტავს, ამ ეტაპზე შუა კორიდორის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს. 

არველაძის თქმით, ცოტა ხნის წინ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა, რაც საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. სამომავლოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კორეასთან და ისრაელთან იგეგმება.

რაც შეეხება შავი ზღვის კაბელს, აღნიშნული ევროკავშირთან პირდაპირ ვაჭრობას ხელს შეუწყობს. ამჯამად, მიზანშეწონილობის კვლევა მიმდინარეობს და რამდენიმე თვის განმავლობაში შედეგები ცნობილი გახდება, თუ რა ფინანსურ ხარჯებთანაა აღნიშნული პროექტი დაკავშირებული.

ცნობისთვის, ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში მეთხედ გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023