ეკონომიკა
26/07/2023

ინვესტორებს საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

საქართველოში საერთაშორისო დაბეგვრის არსებული სისტემა ბუნდოვანია. ინვესტორებს საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

როგორც Andersen Georgia-ში აცხადებენ, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ბიზნესის იმ ნაწილისთვის რომლებსაც საერთაშორისო ტრანზაქციები აქვთ.

Andersen Georgia-ს იურისტის განმარტებით, პრობლემა ძირითადად ინვესტორებსა და მის შვილობილ კომპანიებს უკავშირდებათ.

„ორმაგი დაბეგვრის საკითხი დღის წესრიგში დგება მაშინ, როცა საქმე გვაქვს საქართველოში უცხოური კომპანიის მიერ დაფუძნებულ კომპანიებთან.

მოგეხსენებათ, საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა აქვს რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე არის ორიენტირებული. როდესაც ინვესტორი შვილობილ კომპანიას აძლევს თანხას სესხად, არის გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აღიქვამს საგადასახადო უწყება, ამ ტრანზაქციას და როგორ ბეგრავს.

დღის წესრიგში დგება საკითხი ეს სესხია თუ კაპიტალში თანხის შეტანა, გამოდის რომ თითქოს მოგების გადასახადის გადახდა არ ხდება სათანადოდ და ინვესტორს დიდი პრობლემა შეექმნება.“-აღნიშნა გიორგი სვანაძემ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ ჯანსაღი პრაქტიკა და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმები უნდა დაამკვიდროს, რომ არ დააფრთხოს ინვესტორი.

„ინვესტორს უნდა შეეძლოს, რომ თამამად აირჩიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ინვესტიორების გზა, როგორიც არის სესხის გაცემა. საწყის ეტაპზე სტარტაპის მიზნებისთვის კაპიტალში თანხის ჩადება, შეიძლება, ბევრ ინვესტორს არ უნდოდეს, ბუნებრივია, ურჩევნია სესხი გასცეს, რომ პრობლემის შემთვევაში, როგორც კრედიტორმა გაცემული თანხა უკან დაიბრუნოს. თუკი ჩვენ ძალიან მკაცრ და არასტანდარტულ მიდგომას გამოვიყენებთ ამ ნაწილში, ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ინვესტიციებს.“-აღნიშნა გიორგი სვანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023