ეკონომიკა
19/11/2020

ინვესტორისთვის კადრის გადამზადებისთვის გრანტის გაცემა სწორი გადაწყვეტილებაა - EBA

ევროპელი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებისთვის ერთ-ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად არაპროფესიონალ მუშა-ხელს ასახელებენ. შესაბამისად, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშესაწყობად ახალი მექანიზმის ამოქმედდება მისასალმებელია.

„რა კვლევაც არ უნდა ჩავატაროთ, ჩვენი ასოციაციის წევრი ევროპელი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებისას ხელის შემშლელ ფაქტორად კვალიფიციური კადრის ნაკლებობას ასახელებენ. როდესაც ამის მოგვარებისკენ არის სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება, განსაკუთრებით კარგია, რადგან სწორედ საზოგადოების არაკვალიფიციურობაა ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში უმუშევრობის მზარდი მაჩვენებლის.  დღეს ქვეყანაში იღებენ განათლებას, თუმცა, ბიზნესს სულ სხვა რაღაცაზე აქვს მოთხოვნა. ამიტომ, როდესაც ინვესტორს პირობას უდებ, რომ გადაამზადოს კადრი, ნამდვილად სწორია,“ - აცხადებს ქუჩულორია.

კითხვაზე, ევროპელი ინვესტორები საქართველოში  არაკვალიფიურ კადრის პრობლემას ძირითადად რომელ სექტორებში ხედავენ, ქუჩლორია აცხადებს, რომ ეს არის გადამამუშავებელი ინდუტრია, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანებისა და მოწყობილებების  მიმართულება და ასე შემდეგ.

„ევროპიდან კვალიფიციური სპეციალისტის მოყვანა ძალიან ძვირი ჯდება, მთავრობის ეს ინიციატივა გაუადვილებს უცხოელ ინვესტორს შემოვიდეს ქვეყანაში, დააასაქმოს კვალიფიციური კადრი, რომელიც ქვეყანაში დარჩება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აცხადებს ქუჩულორია.

ახალი პროგრამის განხორციელება მთავრობამ დღეს დაანონსა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი იქნება.

„უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - 1 მლნ ლარის გრანტი. მიზანი იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება-გადამზადება, რადგან უცხოელი ინვესტორები კვალიფიციური კადრების არარსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ", - განაცხადა ნათი თურნავამ.

პროგრამა განხორციელდება კონკრეტულ მიმართულებებზე - ​ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და ა.შ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023