ეკონომიკა
02/11/2020

ინვესტორს არ მოუნდება შევიდეს ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური პროცესები გაუგებარია - ანა გოგოლაძე

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ინვესტორთა მოზიდვას შეაფერხებს.

ანა გოგოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ წელს არამარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფილიოს გამოწვევა კორონავირუსი იყო, რომელსაც თან ახლდა არაპროგნოზირებადი ბიზნეს–ეკონომიკური გარემო, რაც აფერხებდა ბიზნეს სუბიექტების საქმიანონას, ამას დაემატა საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური გაუგებრობა.

„ამ ეტაპისთვის უცნობია როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, ამიტომ ეს როგორც წესი აისახება ბიზნეს სუბიექტების გადაწყვეტილებებზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ გავიხსენოთ, მოხდა ისე, რომ არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ლარი ათი ერთეულით გაუფასურდა. ახლა ამას ერთვის ქუჩის საპროტესტო აქციები და პარლამენტის დაკომპლექტების შესახებ გაუგებარი გადაწვეტილება, შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ლარის გაუფასურებაზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ საქმიანობას და მათ შორის ინვესტიციების მოზიდვას.

ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ერთ-ერთ ფაქტორად, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებენ, სახელდება არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება. ინვესტორს არ მოუნდება შემოვიდეს ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური პროცესები გაუგებარია", – აღნიშნავს ანა გოგოლაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023