ეკონომიკა
16/03/2022

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვუერთდებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

საქართველო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პოზიცია უცვლელია.

მისი თქმით, სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 000 მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები. ამ ყველაფრის მიუხედავად 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, მაშინდელმა ხელისუფლებამ 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს უკვე სრულად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. 

"თუმცა, გაუგებარია როგორ შეიძლება მოგთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია. ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს. საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას კი, უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, უცვლელია. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება  რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023