ეკონომიკა
28/03/2022

ირაკლი კოვზანაძე: 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რთული მისაღწევი იქნება

„6%-იანი ზრდა ალბათ რთული მისაღწევი იქნება, იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც რეგიონშია,“ - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მშპ-ს ზრდის პროგნოზის გადახედვას ელის.

ირაკლი კოვზანაძე ელის, რომ შემცირდება ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები.

„ინფლაცია არის გამოწვევა. ვიდრე ომი დაიწყებოდა, პრობლემები ჩვენს რეგიონში. მანამდე სანედლეულო ბაზარზე, მათ შორის, სამშენებლო სექტორში, სურსათზე ფასების ზრდა შეინიშნებოდა. ეს გეოპოლიტიკური შოკი აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას, ეს გამოიწვევს ფასების ზრდის დაჩქარებას. ეს პროცესები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და იქნება გარკვეული წნეხი ლარის კურსსა და ინფლაციაზე“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

მისი თქმით, ცენტრალურ ბანკს მოუწევს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზეა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023