ეკონომიკა
03/11/2023

ირაკლი ნადარეიშვილი კორეის ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე მათ საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და პასუხი გასცა შეკითხვებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომლებმაც ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრამდე ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების  ერთობლივ განცხადებას. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს.  

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მოსალოდნელ სარგებელზე, რომელსაც საქართველოსა და კორეის კერძო სექტორი მიიღებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.

შეხვედრაზე კორეის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, საფინანსო სექტორის და სხვა დარგებში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური შინაარსის ჩარჩო შეთანხმებების ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებისათვის. ასევე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების მოწყობის საჭიროებაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის, მინერალური რესურსების კორპორაციის, კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის, საავტომობილო ნაწილების ასოციაციის, კორეის ახალი და განახლებადი ენერგიის ასოციაციის, კორეის ტურ ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023