ეკონომიკა
03/05/2023

KAIROS LOGISTICS - ქართულ პორტებში ნაყარი ტვირთების გადამუშავების პრობლემაა

„ქართულ პორტებში ნაყარი ტვირთების გადამუშავების  პრობლემაა.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს „კაიროს ლოგისტიკის“ თანადამფუძნებელმა განუცხადა.

მიხეილ ნამადოვის განმარტებით,  ამ მიმართულებით დიდი ინვესტიციაა განსახორციელებელი, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.

„კარგად ვმუშაობთ საკონტეინერო და მულტიმოდალურ გადაზიდვებზე, თუმცა ნაყარი ტვირთებისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ნაყარი ტვირთების  თითქმის მთელი შუა აზიის ექსპორტი, ნავაროსიისკის პორტით გადიოდა. ჩვენს დერეფანზე კი ადრე ამ კუთხით  არ იყო მოთხოვნა და ინვესტირებასაც აზრი არ ქონდა, რადგან  ჩვენი მარშუტი იყო საკმაოდ რთული. დღესდღეობით კი გაჩნდა მოთხოვნა, მაგრამ რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ნაყარი ტვირთების მინიმალურ რაოდენობას ვიღებთ.“- განმარტა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე თქმით, ნაყარი ტვირთების გადამუშავების ინფრასტრუქტურის კუთხი,  ქართული პორტების განვითარებაში ინვესტიციით, შესაძლოა ყაზახეთი და აზერბაიჯანიც დაინტერესდნენ.

„აქ დიდი ინვესტიციაა ჩასადები და ცოტა ხანგრძლივი პროცესია. თუმცა დღეს შეიძლება თუნდაც კონგლომერაციაში,  აზერბაიჯანის და ყაზახეთის ჩართულობით განვითარდეს ეს მიმართულება.  მათაც ჩადონ ინვესტიციები და მომზადდეს ეს ინფრასტრუქტურა,  რათა ალტერნტიული გზა ქონდეთ.“- განმარტა მიხეილ ნამადოვმა.

ცნობისთვის, ნაყარი ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის სამი თვის განმავლობაში ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელია. ფოთში 592,338 ტონა  ნაყარი ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. ბათუმის პორტში კი 325,368 ტონა, ამ შემთხვევაში ზრდა 0.5%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023