ეკონომიკა
25/09/2023

Kairos Logistics: საწვავის გაძვირების გამო, უკვე დაწყებულია ტვირთბრუნვის ფასების ზრდაც

ქართული პორტების მიმართ ინტერესმა იმატა, მზარდია საქართველოს როგორც სატრანზიტო კორიდორზე მოთხოვნაც, რაც ციფრებზეც აისახა.

ოფიციალური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 348 ათას ერთეულს აღემატება, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.8%-ით მეტია. უშუალოდ ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 294 ათასზე მეტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76.5%-ით მეტია.  მინიმალური, თუმცა მაინც ზრდა დაფიქსირდა ბათუმის ნავსადგურშიც, სადაც ამავე პერიოდში, 54 ათასზე მეტი კონტეინერი გადამუშავდა.

გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები ყურადღებას ახალ საბორნე მარშუტზეც ამახვილებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, კერძოდ ივნისის ბოლოს,  ქართულ და რუმინულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებამ, კონტეინერების გადაზიდვის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურა და გამტარუნარიანობა გაზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Kairos Logistics-ის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, ის შეფერხება და რიგები რაც გადაზიდვების კუთხით, რუსეთი-უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო, უკვე აღმოფხვრილია.

„რაც შეეხება საშემოდგომო მოლოდინებს, ვფიქრობ, ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან არამხოლოდ ამიერკავკასიის, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც, ქართული პორტები ერთ-ერთი წამყვანები ხდებიან მსოფლიო ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან იმპორტიც უკვე თითქმის მთლიანად გადასულია საზღვაო გადაზიდვებზე“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

ტვირთბრუნვის ფასებს რაც შეეხება, გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ მიმდინარე სეზონზე ტარიფები აიწევს. Kairos Logistics-ის დირექტორის თქმით, აგვისტოს მეორე ნახევარში ფასები შედარებით დაწეული იყო, თუმცა, ამჟამად მატება უკვე დაწყებულია. დარგში მიზეზად გაზრდილ მოთხოვნას, ასევე საწვავის მაღალ ფასებს ასახელებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023