ეკონომიკა
02/05/2022

ხუციშვილი: საქართველოს მიერ სანქციების შესრულებაზე საერთაშორისო პარტნიორებს კითხვები არ აქვთ

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ რუსეთის მიმართ დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შესრულების ნაწილში საერთაშორისო პარნიორებს საქართველოსთან კითხვები არ აქვთ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე ქვეყანას სავაჭრო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. 

"საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. იქნება ეს საფინანსო სანქციები, თუ კონკრეტულ საქონელთან დაწესებული სანქციები. ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთაც ეს სანქიცები დააწესეს. ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს. მათ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ. ინფორმაციას ვცვლით ერთმანეტში და ვაზუსტებთ მიმართულებებს. ეს პროცესი კი იმას უზრუნველყოფს, რომ რაიმე ტიპის შეცდომა დაშვებული არ იქნება. ბუნებრივია, როდესაც საუბარია ბევრი ტიპის საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად განიმარტოს ყველა სანქცია. 

როგორც დიდ ბრიტანეთს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს დაწესებული აქვს კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, რომელი საქონლის ევროკავშირიდან რუსეთში შეტანაც აკრძალულია და რომლის რუსეთიდან ევროკავშირში ექსპორტი აკრძალულია. მხოლოდ ამ ნაწილზე ვრცელდება აღნიშნული სანქციები. ეს საქონლის ჩამონათვალია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ვებ-გვერდზეც. შესაბამისად, ამ სანქციების ასრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის",- აღნიშნა ხუციშვილმა. 

მისივე განმარტებით, ამ მხრივ დამაკმაყოფილებელი ვითარებაა საბანკო სექტორშიც. 

"საფინანსო სექტორში ეს არის ერთიანი სისტემა, რომელსაც მიერთებულია ქართული საფინანსო სექტორი. ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს ჰყავს ძალიან მყარი და საიმედო რეგულატორი, შესაბამისად ამ მიმართულებით რაიმე სირთულეებს არ ველოდებით",- განაცხადა მინისტრმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023