ეკონომიკა
22/12/2020

კობა გვენეტაძე: ინფლაცია მიზნობრივი დონისგან მეტწილად განსხვავებული იქნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომდევნო წლებში ინფლაციაზე მოქმედ შესაძლო რისკებს შორის კორონა ვირუსის პანდემიასა და რეგულირებადი ფასების ცვლილებას ასახელებს.

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას მიეკუთვნება Covid-19-ის პანდემიიდან მომდინარე დამატებითი რისკები, რეგულირებადი ფასების ცვლილება, მსოფლიო ბაზრებზე საკვების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა. ამასთან, რისკები შეიძლება მიმართული იყოს ფასების, როგორც ზრდის, ასევე შემცირებისკენ“,- განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ინფლაცია ზრდის, ან შემცირების მიუხედავად  მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს.

„საშუალო ვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება. ინფლაცია მიზნობრივი დონისგან მეტწილად განსხვავებული იქნება. ის ზოგჯერ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი დაბალი იქნება. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023