ეკონომიკა
22/12/2020

კობა გვენეტაძე: პანდემიის ფონზე მაკროეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობით ხასიათდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტს აცნობს. მომავალ გეგმებზე საუბრამდე კი კობა გვენეტაძემ 2020 წელი შეაჯამა და ინფლაციის მაჩვენებლებსა და ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

„პანდემიის პირობებში ლიკვიდობის პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. სავალუტო სვუპი, მუდივმოქმედი სავალუტო სვუპი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია. კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. 2020 წლის დასაწყისიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციამ კლება დაიწყო, თუმცა შემდეგ გლობალური პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ეს მაჩვენებლები შეცვალა.

ინლფაციასთან დაკავშირებული მაჩვენებლები ვირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასებში ასახვას და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი, პრაქტიკულად გაჩერდა, ამის გამო კი ინდუსტრიაზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ. უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებბზეც აისახა. მეორე მხრივ, შენელებული ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ნახსენები ფაქტორების შედეგად, ინფლაციის შემცირება დაყოვნდა. აღნიშნულ ფონზე აპრილში მისი მაჩვენებელი 6.9%-მდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ თვეებში ეტაპობრივად ილებდა. სექტმებერ-ოქტომბერში კი ინფლაცია 3.8%-ზე შენარჩუნდა“,- განმარტა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023