ეკონომიკა
07/12/2020

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა -“რემაქს კაპიტალი“

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.განსაკუთრებით რთული ვითარებაა ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოიჯარეები დაქირავებულ ფართებს ყოველდღიურად ტოვებენ. „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ ტენდენციებზე საუბრობს, რომელიც უძრავოი ქონების ბაზარზე ამ მიმართულებით გაჩნდა.

„პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების ბაზრის ყველა მაჩვენებელი გაუარესდა.თუმცა, სხვადასხვა სეგმენტი სხვადასხვა დონეზე მოწყვლადი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა. ის კომერციული ფართები, რომელიც სასტუმროებისთვის იყო განკუთვნილი, ან ისეთ უბანში იყო განთავსებული, რომელიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული,  ყველაზე მეტად განიცდის ეკონომიკურ ვარდნას და ასეთ უბნებშია ვაკანტურობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი“,- აღნიშნა ასათიანმა.

მისივე განმარტებით, მოიჯარეები მოქნილი საფასო პოლიტიკის გამო სავაჭრო ცენტრებში ინაცვლებენ.

რაც შეეხება ქალაქის ცენტრს, აქ კომერციული ფართები ასევე არასახარბიელო მდგომრეობაშია. გაზრდილია ვაკანტურობა და ეს პანდემიის მეორე ტალღის პირობებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. მაგალითად, პეკინი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი, რუსთაველი, აღმაშენებელი, ჭავჭავაძე. აქ ყველაზე მაღალი ვაკანტურობა. სავაჭრო ობიექტები ვეღარ აუდიან იჯარის გადახდას და მოთხოვნაც შემცირებულია. თუმცა, პანდემია რომ არ ყოფილიყო, ვაკანტურობა მაინც იქნებოდა. ზოგადად, ბოლო პერიოდში სავაჭრო მოლებში გადანაცვლების ტენდენცია იყო. სავაჭრო მოლებში სავაჭრო ობიექტებს უფრო მოაქნილი საფასო პირობები ხვდებოდათ. თუმცა, პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს ტრენდი.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება, რასაც ვხედავთ და რაც მოსახლეობის გაღარიბებაზე მიუთითებს, არის ის, რომ ვაკანტურობის გაზრდასთან ერთად, ის ობიექტები, რომლებიც გაქირავებული იყო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლობით მაღაზიებზე, ბრენდებზე, ახლა ის ჩანაცვლებულია სურსათის მაღაზიებითა და აფთიაქებით. ეს კარგად გვანახებს, რაზეა ახლა მოთხოვნა“,- აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023