ეკონომიკა
28/09/2020

კონფლიქტის ზონაში, როგორც წესი, ინვესტიციების ჩადებას ერიდებიან - ზურაბ ბატიაშვილი

„რონდელის ფონდი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს აფასებს. ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, საკმაოდ უარყოფითი გავლენა ექნება.

მისივე თქმით, ეს ჯაჭვური პროცესია, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებას არ დააზარალებს.

„კონფლიქტის ზონაში, როგორც წესი, ინვესტიციების ჩადებას ერიდებიან. ეს ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენი ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ამ რაოდენობის შემცირებას, შემდეგ კი თუ თავად აზერბაიჯანსა და სომხეთშიც დაიწყო კონფლიქტიდან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, მაშინ ტურისტების ნაკლებობასაც უნდა ველოდოთ.

ყაბარაღი ისეთი საკითხია, რომელიც არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეხება, არამედ არაპირდაპრ ყველა მეზობელ ქვეყანასაც. არაპირდაპირი მონაწილეა თურქეთიც, რომელიც აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ეს თურქულ ლირაზე უკვე აისახა, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკისთვისაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან თურქეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, თურქეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს და მათი შემოსავლის შემცირება აქ ფულადი გზავნილების რაოდენობას შეამცირებს“,- აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023