ეკონომიკა
13/03/2023

კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყოს

კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყოს.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებას, რომლის თანახმად, აფთიაქების უმრავლესობაში იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდებოდა, ღირებულება ხელოვნურად გაიზარდა.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის წინასწარი შეფასების პროცესი მიმდინარეობს და კომპანიებისგან გამოთხოვილია ინფრმაცია.

„სამწუხაროდ, ფაქტი იყო, რომ აფთიაქებში ერთდროულად გაიზადა ფასი რიგ მოთხოვნად მედიკამენტებზე და მათ შორის, თურქეთიდან იმპორტირებულ ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე. კარგია, რომ საკითხი ამოიწურა რამდენიმე დღეში და ეს იყო იმ აქტიური კომუნიკაციის შედეგი, რომლსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა კომპანიებთან ერთად. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული კონკურენციის სააგენტო. ჩვენ ამ ეტაპზე ფაქტის წინასწარ შეფასებაზე ვმუშაობთ. კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით და იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მოკვლევას, ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“ - განაცახდა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მოკვლევის დაწყების შემთხვევაში ამის საფუძველი იქნება დომინანტური კომპანიების მხრიდან ფასის ერთდროულად ზრდის საკითხი.

„თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, ეს რაიმე ტექნიკურ ან ობიექტურ გარემოებებთან იყო დაკავშირებული, თუ ეს უნდა იყოს განხილული, როგორც მოხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება. თუმცა, ეს არის წინასწარი ვარაუდები. თუ დავიწყებთ მოკვლევას, ამის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ“ - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023