ეკონომიკა
11/11/2020

კოტე გაბრიჩიძე: რესტორნებისთვის “დელივერი სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება ხარვეზებს შეიცავს

რესტორნებისთვის ე. წ „დელივერის სერვისის“ დაშვების გადაწყვეტილება  ხარვეზებს  შეიცავს, - განუცხადა "ბიზნესპარტნიორს"  საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძემ. მისი განმატებით, პრობლემა ისაა, რომ თუ რესტორანი სამზარეულოს ამუშავებს, ამ შემთხვევაში მომსახურე პერსონალი დილის 05:00 საათამდე უნდა გააჩეროს.

„ხალხი რომ სახლში წაიყვანო, ამის უფლებას არ გაძლევენ, საშვებსაც არ გასცემენ. ყველა შემთხვევაში უნდა დატოვო დილის 05:00 საათამდე, რაც ბევრისთვის გადაუწყვეტელი პრობლემაა. ვიღაც შეძლებს ასე მუშაობას, თუმცა, უმრავლესობისთვის ეს ვერ იმუშავებს. დამატებითი  პირობაა ისეთი ჩადებული, რაც ამ სიტუაციას ართულებს. „დელივერის სერვისის“ მუშაობა დაშვებული იყო აქამდეც, მეორე თუ არ გადაადგილდები და ხარ ერთ ადგილზე, არ არღევ კომენდანტის საათს. არაფერი შეცვლილი არ არის, კაფეში ვიღაც დარჩება და სამზარეულოში იმუშავებს. უბრალოდ, 05:00 საათამდე დამწყვდეულია რომ კანონი არ დაარღვიოს “-აცხადებს კოტე გაბრიჩიძე. 

მისი განცხადებით, სექტორი მუშაობს მთავრობასთან, რომ მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და ქმედებაც შესაბამისად მათი მხრიდან ადექვატური იყოს. „მთავრობამ ხომ არ იცის ეს ნიუანსები, ამიტომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.

მისივე განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უპრობლემოდ ხდება იმ რესტორნების კურიერებისთვის საშვების დაშვება, რომლებსაც „დელივერი სერვისი“ აქვს.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან, 07:00 საათამდე რესტორნები, კაფეები და ბარები დახურულია. შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ე.წ. „დელივერი სერვისს“.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №322 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023