ეკონომიკა
04/05/2023

"ლარის გამყარების ფონზე, საექსპორტო მიმართულებით რისკები არსებობს"

ლარის გამყარების ფონზე საექსპორტო მიმართულებით რისკები არსებობს. მათ შორისაა ის, რომ ქართულ პროდუქციას ექსპორტზე გასვლა გაუჭირდება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვალუტის კურსის გამყარება საექსპორტოდ გამზადებული პროუქციის ფასებზე უდიდეს გავლენას ახდენს, ვინაიდან პროდუქტი დოლარში გაძვირდება, რაც ხელს შეუძლის ქვეყნიდან პროდუქციის გატანას.

„შემცირება უკვე სახეზეა, მაგალითისთვის ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია და კიდევ უფრო ქვემოთ მოდის.

შეიძლება ითქვას, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე არ მოხდა პროდუქტების რეალიზაცია, მაშინ მისი რეალიზება გაჭირდება„-აცხადებს ბეჟიტაშვილი.

ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა სეზონი იწყება და შესაბამისად,  სხვა პროდუქტებიც შემოვა, მათ კი  კონკურენციის პირობებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გაუჭირდებათ.

როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ პროდუქტი ადგილობრივად აწარმოოს, იყოს თვითკმარიც და ექსპორტზეც გაიტანოს.

მისი ინფორმაციით,ხილისა და ბოსტნეულის ასოციაცია უახლოეს მომავალში უწყებებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც პრობლემურ საკითხებს გააჟღერებენ.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით  დაახლოებით 21, ხოლო ევროსთან 14 თეთრით არის გამყარებული.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი გაზრდილია და 1 მლრდ  400 მლნ  დოლარს აჭარბებს, თუმცა ცალკეულ მაჩვენებლებში არაერთი მნიშვნელოვანი საექპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე რეალიზაიაა შემცირებული. მათ შორის, განახევრებულია ფეროშენადნობების ექსპორტი, 20-დან 30%-მდეა შემცირებული მინერალური და მტკნარი წყების, სპილენძის მადნების და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023