ეკონომიკა
16/11/2021

ლაშა ხუციშვილი: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საჩქაროა 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფინანსური მდგომარეობის თვალსაზრისით, სახელმწიფო საწარმოებში არასახარბილო მდგომარეობაა. 

მისი თქმით, ამაზე გავლენა პანდემიამაც მოახდინა. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საჩქაროა. 

"სახელმწიფო საწარმოების რეფორმა აუცილებელი, პრიორიტეტული და საჩქაროა. ამ მიმართულებით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. გვყავს დონორი ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში ჩართულები არიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის ტვირთი არ უნდა იყოს და მათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი როლი უნდა შეასრულონ", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია შეუძლებელია. 

"მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს შესაბამისი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მათი დიდი ნაწილის პრივატიზაცია განხორციელდეს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023