ეკონომიკა
28/06/2022

ლექსო ალექსიშვილი: სტაგფლაციური პროცესების უფრო მეტად გააქტიურებას არ ველოდებით

ექსპერტები ფასების ზრდის ტემპის გაგრძელებას და სტაგფლაციური პროცესების გააქტიურებას აღარ ელიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა განუცხადა, არსებობს მოლოდინი რომ ინფლაციის მკვეთრი ნახტომი დარეგულირდება და შემცირებას დაიწყებს.

„არის ასეთი ზოგადი შეთანხმება-ვარაუდი - არ ველით იმას, რომ კიდევ უფრო მეტ სტაგფლაციურ პროცესებში გადაიზრდება შემდგომი ფასების ზრდა. თუმცა, ამის ზუსტ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ეს ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. ერთადერთი, რაზეც საქართველომ, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა იზრუნონ არის ის, რომ მნიშვნელოვნად შეამცირონ ფისკალური დეფიციტი, რაც დამატებითი წნეხის შესაძლებლობას შეამცირებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი,“ - განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.

მისივე თქმით, ინფლაცია არ არის ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელი და ის გლობალური პრობლემაა.

„ბუნებრივია, ინლაციის სხვადასხვა გრადაცია არსებობს ჩვენს მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არის გლობალური გამოწვევა. ეს ერთი მხრივ, დაკავშირებულია პოსტპანდემიურ ეფექტებთან - რადგან იმ პერიოდში ძალიან დიდი ფინანსური დამხარება გაიცა. მეორე მხრივ, ეს არის სურსათისა და ნავთობის ფასების თემატიკა, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც პატარა და მგრძნობიარე ეკონომიკაა ნავთობის მიმართ. ვინაიდან, ვართ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და ეს პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკასა და ფასებზე“ - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

მაისში ინფლაციის დონემ საქართველოში 13,3%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას დაიწყებს, თუმცა მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტლამდე ვერ დაუახლოვდება.

PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მთავარი საზრუნავი ფისკალური დეფიციტის შემცირება უნდა იყოს, რაც დამატებითი წნეხის შესაძლებლობას შეამცირებდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023