ეკონომიკა
27/06/2022

ლევან დავითაშვილი: სანქცირებული ტვირთი ბათუმის პორტშია, თუმცა საბაჟოს თანხმობა არ გაუცია

ბათუმის ნავსადგურში რუსულ სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით გემი შევიდა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტვირთის საქართველოში შემოტანაზე საბაჟოს თანხმობა არ გაუცია. 

"ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია. სამწუხაროდ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. დოკუმენტები შევისწავლეთ. შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ.

საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება ასეთი პროდუქტების შემოტანის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ. დღეს საბაჟო ორგანებს ტვირთის მიღებაზე არანაირი თანხმობა არ გაუციათ. პორტი კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც, შეიძლება მათ ტვირთის შემოტანის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე რა თქმა უნდა ეს ტვირთი საქართველოს საბაჟო სივრცეში ვერ მოხვდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023