ეკონომიკა
16/05/2022

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელება ბევრ საერთაშორისო კომპანიას სურს

უახლოეს პერიოდში ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ ინვესტორებს წყალტუბოს განვითარების გეგმის პრეზენტაციას წარუდგენს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, წყალტუბოში ინვესტირების თვალსაზრისით დიდი დაინტერესებაა, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პოტენციური ინვესტორების მხრიდან. 

"ჩვენ გვინდა კურორტის განვითარება მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების შესაძლებლობის გზით. იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, აუცილებელი იყო, რომ ის ძირითადი მიზიდულობა, რაც წყალტუბოს აქვს, რამდენიმესთან ერთად, ეს არის უნიკალური წყლები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს და მასზე თანაბრი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ინვესტორს, ვინც იქ შესაბამის ბალნეოლოგიურ ინფრასტრუქტურას განავითარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესში იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა ეს აქტივი და სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, როდესაც ერთ კონკრეტულ ლიცენზიანტს ეძლეოდა უფლება ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის გამოყენების. 

საინტერესო მომენტთან მივედით, როდესაც წყალი ხელმისაწვდომია და დაინტერესება ძალიან დიდია კერძო სექტორიდან. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კომპანიებისგან. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ინვესტორებმა შეძლონ ინვესტიციების განხორციელება. უახლოეს ხანებში გვექნება პრეზენტაცია კერძო სექტორთან. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პრივატიზების აქტიურ პროცესს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023