ეკონომიკა
05/07/2022

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოში უძრავი ქონების ფასი 10-ჯერ გაიზრდება

ეკონომიკის მინისტრის მოლოდინია, რომ წყალტუბოში კერძო სექტორი აქტიური იქნება და დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ლევან დავითაშვილის თქმით, რამდენიმე წლის პერსპექტივაში გაჩნდება 3 200 სამუშაო ადგილი, როგორც მშენებლობა-რეაბილიტაციის, ისე ფუნქციონირების პროცესში. 

მისი განცხადებით, წყალტუბოში უძრავი ქონების ფასი 10-ჯერ გაიზრდება და კურორტი მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი გახდება. 

"საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ 6000-ზე მეტ საწოლფონდს. ეს იქნება იმაზე მეტი, რაც იყო ხელმისაწვდომი წყალტუბოს პიკში ყოფნისას. თუ ადრე ჩვენ ვმასპინძლობდით 300 000 ვიზიტორს, ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე კურორტის განვითარების შემთხვევაში, 350 000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდეს წყალტუბოში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023