ეკონომიკა
26/10/2021

ლევან მეხუზლა: ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ქართული ღვინო დაიბრუნებს ძვირიან საექსპორტო ფასს  

2021 წლის 9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 11.5-ით გაიზარდა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმედოვნებს, რომ ქართული ღვინო ძვირიან საექსპორტო ფასსაც დაიბრუნებს. 

"ექსპორტი წინა წლის პრობლემების შემდეგ ელ-ნელა იკრებს ძალას. წელს პირველი 9 თვის შემდეგ გვაქვს 11.5%-იანი ზრდა. რაოდენობის მხრივ ეს არის გათვლილი 0.75 მოცულობის ბოთლზე, რომელიც ტრადიციული ღვინის ბოთლია. ასევე, პირველად პანდემიის შემდეგ, იგივე ზრდა დაფიქსირდა თანხაში, ანუ შემოსავალში, რაც ასევე 11%-ია. ნელ-ნელა ამოვედით იმ კრიზისიდან, რაც პოსტპანდემიურმა შოკმა გამოიწვია, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალურად ღვინის ბაზარზე ფასის ვარდნას. უკვე 9 თვის მონაცემებით, შემოსავლის და რაოდენობის ზრდა ერთიდაიგივეა, რაც იმას მიუთითებს, რომ ფასიც დასტაბილურდა. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში დავუბრუნდებით პანდემიის იმ წინა ნიშნულს, როდესაც საკმაოდ ძვირი იყო ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი",- აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

მისი თქმით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ყველა ბაზარზე ფიქსირდბა, მათ შორის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, გერმანია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. 

ლევან მეხუზლა ფიქრობს, რომ წელს აშშ-ში ჯამურად 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო გავა. 

"მსგავსი მოვლენა 21-ე საუკუნეში პირველად იქნება", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.  

აგრარულ საკითხთა კომიტეტზე ღვინის ეროვნული სააგენტო რთველთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023