ეკონომიკა
28/03/2023

მალხაზ დოლიძე: დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ პურის ფასმა მოიმატოს

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს არანაირი საშიშროება არ არის იმისა, რომ პურის ფასმა შეიძლება მოიმატოს.

მისივე განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 10-15 ლარით ნაკლებია. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს ფქვილის მარაგები და დიდი რაოდენობის ფქვილიც შემოდის.

„ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ქვეყანა პურის გაძვირების საშიშროების წინაშე არ დგას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ხორბლის მწარმოებლები, მხოლოდ მომხმარებლები ვართ. შარშან, პირველად, ფასების გაზრდის გამო, საქართველოში ხორბლის წარმოება დაიწყეს და 150 000 ტონა მოიყვანეს. ტენდენცია ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ქართველი მეწარმეების ზარალს, გლეხი ყველაზე კარგი ეკონომისტია. მაშინ, როდესაც ხორბალი 1.1 ლარი ღირდა, მათ არ ჩააბარეს პროდუქტი და გაძვირებას დაელოდნენ. ამასობაში, ფასი კლებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ის, ვინც შრომობს, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ თავდაცვის მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც დაზღვევაა,"-აცხადებს დოლიძე. 

მისივე ინფორმაციით,  თუ ხორბლის ფასთან მიმართებით პურის ფასმა არ დაიკლო, ამაზე ფოკუსირება კარგ შედეგს არ მოგვცემს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს.

"დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმისა, რომ პურის ფასმა მოიმატოს, პირიქით, მუშაობენ იმისთვის, რომ დაიკლოს კიდეც,"- აღნიშნავს დოლიძე. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს წელიწადში 800 000 ტონა ფქვილი სჭირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023