ეკონომიკა
18/08/2023

მეორე კვარტალში რკინიგზაზე მგზავრთა გადაყვანა გაორმაგდა

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 568.9 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 47.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 176.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 50.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით   გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.5 პროცენტს შეადგენს და 48.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8.7 ათასი მგზავრი, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60.7 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის. მიმართულებით გავიდა 39,3 პროცენტი.

2023 წლის II კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023