ეკონომიკა
25/03/2021

"მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 150 000-მდე ადამიანს ემუქრება"

 ეკონომისტი პაატა ბაირახტარი პანდემიის შედეგად შეზღუდვების  შესაძლო დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს. მისი განცხადებით, შეზღუდვების ახალ ტალღაზე საუბარი  ბოლო დღეებია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

„ახლა გეტყვით რა მოხდება "ლოქდაუნის" მესამედ გამოცხადების შემთხვევაში.უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება და ახალი "ლოქდაუნის" შემთვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს ემუქრება.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ერთ სულზე) დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და ის 4 000$-ის ფარგლებში იქნება.(დაახლოებით 2011 წლის დონეზე).

ამ გამოწვევებს ხელისუფლება ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს წარმოქმნის ეროვნულ ვალუტაზე. რის შემდეგაც კურსი მნიშვნელოვნად გადაიხრება და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას.

ამ პროცესს განეიტრალებას ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება. თუმცა, ზემოთ ნახსენები სცენარის შემთხვევაში, სებ-ი ვერ მოახერხებს ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას და არც გააჩნია ამის რესურსი.

თავის მხრივ ეს პროცესი გამოიწვევს ახალ წნეხს ინფლაციაზე, რომელიც ნომინალური კურსიდან იქნება წამოსული, რასაც ცალსახად ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რეფინანსირების განაკვეთის სახით. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სებ-ს მიწოდების შოკების საწინააღმდეგოდ ბერკეტი პრაქტიკულად არ გააჩნია“-აცხადებს ბაირახტარი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023