ეკონომიკა
01/02/2023

მიხეილ დუნდუა: რუსეთის ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის დამოკიდებულება შემცირდა

ფინანსთა მინისტრის მოდგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, თუ შევხედავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლის 4 კვარტალში მაჩვენებელი $2 მლრდ-ზე მეტი იქნება.

როგორც დუნდუა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ აცხადებს, სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით წამყვანი მიმართულებები დასავლურ სახელმწიფოებს და პარტნიორებს უჭირავს. მათ შორისაა, ინვესტიციები  აშშ-დან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან  და ა.შ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმ გარემებასაც, რომ ამ მაჩვენებლებში 2021 წელს რუსეთის წილი თუ იყო 8%, ეს  ახლა ოთხჯერ შემცირდა და 4%-ს შეადგენს.

კითხვაზე,  მიუხედავად იმისა, რომ  იზრდება ექსპორტი და საკმაოდ მაღალი მოთხოვნის გამო გამო გაზრდილია იმპორტი,სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წილიც მნიშვნელოვანია, მოითხოვს თუ არა ეს ნაწილი გაუმჯებესებას, დუნდუა აცხადებს, რომ ეს დრამატული არ არის, რადგან იმპორტის დროს იმპორტიორი ცდილობს პროდუქტი  ყველაზე  მიმზიდველ ფასად  შემოიტანოს.

„ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვთ რუსეთის პროდუქტზე  და შემოვიტანოთ უფრო ძვირად მაგალითად, ბულგარეთიდან, თურქეთიდან  ან სხვა ქვეყნიდან. ახლა პროდუქტი ფასის მიხედვით რომელიც უფრო  მიმზიდველია, იმ ქვეყნიდან შემოდის. საიმპორტო ბაზართან დამოკიდებულება არ არის მთავარი. მთავარია საექსპორტო დამოკიდებულება, ანუ საიდანაც ფული შემოგვდის.

რუსეთთან ჩვენ ადგილობრივი ექსპორტიც კი შეგვიმცირდა და საქონლის მთლიანი ექსპორტი არის უფრო დაბალი ტემპის, ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში. დამოკიდებულება უცხოეთის ბაზარზე უფრო მეტად გაიზარდა, ადგილობრივი პროდუქციის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე პირიქით, შემცირდა,“-აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისივე განმარტებით, ქვეყანამ შემოსავლები მიიღო როგორც ევროკავშირის ბაზრიდან, ისე გაზრდილ შემოსავლებს იღებს  ჩინეთისგანაც.  მისი განმარტებით, შუა დერეფნის ამოქმედება ამ სიტუაციას კიდევ უფრო აძლიერებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023