ეკონომიკა
01/02/2023

მიხეილ დუნდუა: შავი ზღვის კაბელის პროექტის იდეა საქართველოს ეკუთვნის

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროეექტის იდეა, ინიციატივა საქართველოს ეკუთვნის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოდგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ პროექტს თავისუფლად შეუძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი.

„2021 წლის ზაფხულში, როდესაც არც კონფლიქტი იყო, არც თემა იყო აქტუალური, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ბანკთან იმუშავა, პარტნიორები მოიზიდა, პროექტი დაიწყო, ინიცირება მოახდინა, იდეა განხორციელა, კვლევა ჩაატარა.  ამ მიმართულებით ინვესტიცია განახორციელა.

ამ ნაბიჯმა სტიმული მისცა ევროპას დაენახა თუ როგორ სჭირდებოდა ეს პროექტი. ევროკავშირისთვის, ევროპა-აზიის გზაშესაყარზე ასეთი პროექტის განხორციელება  პრაქტიკულად, ფლაგმანური გახდა,“-აცხადებს დუნდუა.

მისივე შეფასებით, შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება საქართევლოში ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ევროკავშირი იქნება ჩვენი მომხმარებელი და პირდაპირ შეგვეძლება ენერგია გავცვალოთ. ამ შემთხვევაში ინვესტიციების ყაირათიანობა,მისი მომგებიანობა, ხარჯეფექტურობა მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, ინტერესი, რომ საქართველოში ენერეგეტიკული პროექტები განხორციელდეს, მაღალი იქნება. გარდა ამისა, ეს დადებითად იმოქმედებს ენერგიის ფასზე, რომელიც ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელების წინაპირობაა,“-აცხადებს დუნდუა.

შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

„საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023