ეკონომიკა
12/11/2021

მიხეილ კუკავა საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდაზე: ეს ტვირთია, რასაც ეკონომიკა ვერ აწევს

PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტს შემდეგი წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების დაგეგმილი ზრდა გაუმართლებლად მიაჩნია. როგორც მიხეილ კუკავამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებში, ეს არის ტვირთი, რასაც ეკონომიკა ვერ აწევს.

„ხელფასების ათპროცენტიანი ზრდა საჯარო სექტორში იმ ფონზე, როდესაც მზარდი ტენდენცია აქვს, როგორც სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას ასევე მათ ხელფასებს, არის სრულიად გაუმართლებელი, მით უმეტეს პანდემიის პირობებში.

საშუალოვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად შეუძლებელია რომ 2.5 მილიარდს ვხარჯავდეთ მთლიანად შრომის ანაზღაურებაზე და ამით მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას.

2024 წლისთვის დაგეგმილია, რომ ერთიანი ბიუჯეტის საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება გადააჭარბებს 2.8 მილიარდს. ეს არის წარმოუდგენლად დიდი რიცხვი. დღეს ჩვენ საჯარო სექტორში ცენტრალური მთავრობის აპარატში 113 000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ვარაუდობენ, რომ საჯარო სექტორში 300 000-მდე ადამიანია დასაქმებული, მხოლოდ მათმა ანაზღაურებამ გადააჭარბა 1,8 მლრდ ლარს. ეს არის ის ტვირთი რასაც ეკონომიკა არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებში ნამდვილად ვერ აწევს. ამდენად კიდევ ათპროცენტიანი ზრდა ხელფასების არის სრულიად გაუმართლებელი,“ - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

მისივე განმარტებით, მეორე პრობლემაა ის რომ საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების პერმანენტული ზრდა ხელს უშლის კერძო სექტორს, რომ მიიზიდოს კვალიფიციური კადრები.

„განსაკუთრებით სიპები უშლიან ამაში ხელს კერძო სექტორს და ის დაწესებულებები, რომლებიც გულუხვად გასცემენ შრომის ანაზღაურებას და კანონით დადგენილ ზღვრებს მაქსიმალურად ითვისებენ. ხელფასთან ერთად გასცემენ ასევე სხვადასხვა დანამატს, რითიც კერძო სექტორს პირდაპირ ართმევენ ადამიანებს, რომლებიც გვჭირდება ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. არის რამდენიმე არამხოლოდ სიპი არამედ ავტორიტეტული საჯარო დაწესებულება, რომლებიც კერძო სექტორიდან კადრების გამოდევნას ახდენს, რადგან კერძო სექტორი ვერ უხდის ამ ანაზღაურებას.ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად ეფექტურია და რამდენად ეფექტიანია, საჯარო მოხელეთა შრომა, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ აფასებს იმ დამატებულ ღირებულებას, რასაც ქმნის ქვეყანაში საჯარო სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში დაიწყოს ამის შეფასება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავიგებთ რა დამატებულ ღირებულება იქმნება. ზოგადად, შრომის ანაზღაურების ასი ლარი შეიძლება ქმნიდეს 50 ლარის დამატებულ ღირებულებას ან ვთქვათ, 150 ლარის ღიორებულებას. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ეს არ ვიცით. გონივრული ვარაუდია რომ ქმნის გაცილებით ნაკლებს და ეს ხდება არამხოლოდ საქართველოში,“ - განმარტა მიხეილ კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასები ათი პროცენტით გაეზრდებათ. ცვლილება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში უკვე ასახულია. საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების 10%-იანი მატებისთვის ჯამში 177 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023