ეკონომიკა
04/04/2023

მიმდინარე წელს "აწარმოე საქართველოში“-ს რეგიონული ოფისები გაიხსნება

მიმდინარე 2023 წელს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს რეგიონული ოფისები გაიხსნება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“  სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი ოფისი მაისის თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდში გაიხსნება. დაინტერესებულ პირებსა და და ბენეფიციარებს ფილიალში ყველა იმ დაფინანსების მექანიზმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ან სხვა ბიზნეს მხარდამჭერი პორტფელებში არსებობს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ აჭარაში, შემდეგ კი კახეთის რეგიონში ვაპირებთ ფილიალების გახსნას. საბოლოოდ გეგმაში გვავქვს მთელი საქართველო მოვიცვათ.“- აღნიშნავს გაბრიაძე.

როგორც „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მათ მიმწოდებლის ფუნქცია არ ექნებათ. მიმწოდებლები კერძო სექტორში მოღვაწე კვალიფიციური საკონსულტაციო ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ სააგენტო მათ დააფინანსებს.

ცნობისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023