ეკონომიკა
12/11/2020

მინისტრი: 2021 წლის ბიუჯეტი 5%-ის ნაცვლად 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება

საქართველოს ბიუჯეტი 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

„ცოტა ხნის წინ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებდით, მაგრამ 4,3%-ზე ჩამოვედით. ეს გამოწვეულია პანდემიური ვითარებით როგორც საქრთველოში, ისე მსოფლიოში. არსებული ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ვაქცინის შესახებ, რაც თავის მხრივ იმედს იძლევა, რომ 4,3% ზრდის პროგნოზი ისევ დაუბრუნდება 5%-იანი ზრდის პროგნოზს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023