ეკონომიკა
16/06/2023

"მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების განვითარება ქალაქების განვითარების თანაბარი იყოს"

“ქვეყნის ეკონომიკა მზარდია, თუმცა რეგიონების წილი ამ მონაცემებში არ არის ისეთი თვალშისაცემი როგორსაც ჩვენ ვისურვებდით.” – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების განვითარება ქალაქების განვითარების თანაბარი იყოს.

„გარკვეული ინიციატივები მხარდაჭერილია როგორც ბიზნესის მხრიდან ისე ადგილობრივ დონეზე, ვგულისხმობ საგადასახადო სისტემის მოდერნიზებას, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის ნაწილი რეგიონში უნდა დარჩეს, რაც იმპულსის მიმცემი იქნება მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის. ამაზე მსჯელობა მიდის და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ეს ინიციატივა ღირს, რომ უფრო სიღრმისეული განხილვის საგნად ვაქციოთ.“-აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიზნესისთვის რეგიონებში გამოწვევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ეს პრობლემა მხოლოდ რეგიონებში არ არის და ზოგადად ქვეყანაშია, კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა გვაქვს. ამ მხრივ მთავრობას და ბიზნესს გვმართებს მეტი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, სხვანაირად ინვესტიციებზე ეკონომიკურ ზრდაზე ჩვენ ოცნებაც არ უნდა გვქონდეს.“-აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე განმარტებით, რეგიონების დონეზე პრობლემად ბიუროკრატიაც სახელდება, თუმცა ბოლო კვლევებით ეს საკითხი შედარებით უკანა პლანზეა გადანაცვლებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023