ეკონომიკა
04/07/2023

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, შესაძლოა ინდმეწარმეებზეც გავრცელდეს

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, შესაძლოა ინდმეწარმეებზეც გავრცელდეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს.

„ფინანსთა სამინისტოს უახლოეს გეგმებშია, რომ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე ინდმეწარმეებიც გადავიდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ინდმეწარმეების მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრებიან, თუკი მათი პირადი მიზნისთვის მოხდება თანხების გამოყენება. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის და კვლევები გრძელდება. მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი როდის გავრცელდება ინდმეწარმეებზე მოგების გადასახადის ესტონური მოდელი.“-აღნშნა მამუკა ბარათაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ რეფორმის შედეგად ინდმეწარმეები 100 მილიონამდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“, რომელიც მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიას მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა.

მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით დაბეგვრის ეს რჟიმი საბანკო სექტორზე აღარ გავრცელდება. ამის სანაცვლოდ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. სადაზღვევო სექტორი კი მათზე ესტონური მოდელის გავრცელებას 2024 წლიდან ელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023