ეკონომიკა
03/07/2023

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ, კომპანიების მომგებიანობა გაუმჯობესებულია

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ საქართველოში კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

როგორვ „აისეტის“ მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, 2017-2019 წლებში ბიზნეს სექტორის მოგება საშუალოდ წლიურად 12.8%-ით იზრდებოდა და 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 11 მილიარდ ლას გადააჭარბა.

„ამასთან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების კომპონენტი გაზრდილია. თუ რეფორმამდე ეს მაჩვენებელი 17-18%-ს შეადგენდა, რეფორმის დაწყების შემდეგ 50%-მდეა გაზრდილი.“-აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მისივე თქმით, რეფორმამ 25%-ით გააუმჯობესა ტემპი, რომლის მიხედვითაც ფირმებში კაპიტალის აკუმულირება ხდებოდა.

„რეფორმამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტემპი, რომლის მიხედვითაც ფირმებში კაპიტალის აკუმულირება ხდებოდა. ეს შედეგები აქვთ იმ ფირმებს რომლებიც მოგებაზე გადიოდნენ. მათთვის რეინვესტირებული მოგების კომპონენტი კიდევ უფრო მეტად არის დაჩქარებული.“-აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“, რომელიც მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიას მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა.

მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით დაბეგვრის ეს რეჟიმი საბანკო სექტორზე აღარ გავრცელდება. ამის სანაცვლოდ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. სადაზღვევო სექტორი კი მათზე ესტონური მოდელის გავრცელებას 2024 წლიდან ელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023